Monday, March 18, 2013
Saturday, March 16, 2013
პროექტი
1. პროექტის სახელწოდება:
იცხოვრე ნარკოტიკების გარეშე!
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: საქართველოს ანტინარკოტიკული კოალიზიის კვლევის თანახმად ნარკოტიკების მოხმარება იწვევს თავის ტვინის დაზიანებას, რაც ვლინდება მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითებაში, ემოციური აშლილობის განვითარებაში, ხშირია გულისისხლძარღვთა, ღვიძლისა და სახსრების დაზიანება. ნარკოტიკების მოხმარება - შიდსისა და ჰეპატიტის - გავრცელების მთავარი მიზეზია.
3. პროექტის აქტუალობა: ექსპერთა ვარაუდით, საქართველოში დაახლოვებით 200 000მომხმარებელია და აქედან 80 000 - ინექციური ნარკოტიკების მოხმარებელი. საქაერთველოში ნარკომანია 2 წლით გაახალგაზრდავდა: ჩატარებული კვლევებით: თუ ადრე ნარკოტიკების მოხმარების წლად მიჩნეული იყო 18 წელი, ახლა კვლევებმა აჩვენა, რომ მოხმარებას იწყებენ 16 წლის ასაქში.
4. პროექტის მიზნები: ინფორმაციის მიწოდება ნარკომანიას რა საშინელი შედეგი მოაქვს, და დაისახავენ გზებს ამ პრობლემის ცხოვრებაში თავიდან ასაცილებლად.
5. მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძება შეიქმნას: მოსწავლეები იძიებენ და ეცნობიან ნარკომანიასთან ბრძოლის მასალებს, მათვის ცნობილი ხდება რომ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ფსიქოლოგიის, მედიცინის და სოციოლოოგის ერთობლივი ძალებით. ასევე აკეთებენ დასკვნას: ნარკომანიის პსიქოტერაპიის აუცილებელი პირობაა მუშაობა ნარკომანიის ფესვებთან და ასევე ხელი შუწყო ხალხის მიდრეკილებას პოზიტიური ცვლილებებისკენ, განუვითარო ჯანსაღი ცხოვრების წესი. მოსწავლეები ასევე იყენებენ მოსმენით, ვიზუალურ და კომბინირებულ პროპოგანდებს, რაც შეიცავს ბუკლეტებს, ბროშურებს, პროექტებს, დისკებს და ა.შ.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, დისკი, ფლეშკა, ვიდეომასალა, პლაკატები და დასარიგებელი ბუკლეტები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 1) იძიებენ საინტერესო მასალებს.
2) ინტერნეტიდან, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ეძებენ საინტერესო მასალებს.
3)აკეთებენ პროექტებს დისკზე, ფლეშკაზე და პლაკატზე
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია, ფსიქოლოგია, ქიმია.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თინიკო ძაბუნიძე. მასალა რუსულ ენაზეა.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tina.dzabunidze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: tinadzabunidze.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)